დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, შეყელაძესა და მის მეგობარს, გიორგი მღებრიშვილს ერთმანეთთან არც პირადი და არც სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, წყენა არ ჰქონიათ

დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის საქმის პროკურორის, ჯემალ ლომსაძის განცხადებით, შეყელაძესა და მის მეგობარს, შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, გიორგი მღებრიშვილს ერთმანეთთან არც პირადი და არც სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, წყენა არ ჰქონიათ.

პროკურორის თქმით, ბრალდებული მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს, რის გამოც, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებისთვის თავად დაკავებულის ვერსია უცნობია.

ჯემალ ლომსაძის თქმით, შემთხვევის დროს, გიორგი მღებრიშვილის სახლში მხოლოდ საქმის ფიგურანტები იმყოფებოდნენ და მათ გარდა, ფაქტის თვითმხილველი არ არის.

ამასთან, პროკურორის თქმით, რამდენიმე იარაღია ამოღებული, თუმცა, მკვლელობა მართლსაწინააღმდეგო იარაღიდან არ მომხდარა.

„რამდენიმე იარაღია ამოღებული, ერთ-ერთი მათ შორის, მართლსაწინააღმდეგოდაა შეძენილი. ბრალდებული პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან დათხოვილი იყო, თუმცა, კადრების განკარგულებაში იყო აყვანილი და ის შინაგან საქმეთა სამინისტროში არც ერთ თანამდებობაზე აღარ იყო დასაქმებული. შესაბამისად, მას ჰქონდა პირადი იარაღები, რომელიც რეგისტრირებული იყო მასზე, აღნიშნული იარაღები ამოღებულია და გამოძიება მათი კანონიერი ფლობის საკითხს სწავლობს. დანაშაულის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო იარაღით არ მომხდარა, ის იარაღები, რაც ბრალდებულს ქმედების განხორციელების მომენტში ჰქონდა, როგორც გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, მას მართლზომიერად ჰქონდა შეძენილი. დანარჩენი დეტალები მომავალში დაზუსტდება",- განაცხადა ლომსაძემ.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ალექსანდრე შეყელაძის და ბრალდებულს რაიმე სახის კონფლიქტი, პროკურორი პასუხობს, რომ "დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ, არაადეკვატურად იქცეოდა".

"ვინაიდან ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა, ისტორიის მისი მხარე ჩვენთვის ცნობილი არ არის. თუმცა, მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, ის იქცეოდა და საუბრობდა არაადეკვატურად. რა თქმა უნდა, ალკოჰოლმაც გარკვეული კატალიზატორის როლი შეასრულა მოვლენების განვითარებაში",- განაცხადა ლომსაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები და მოითხოვენ თუ არა ისინი შესაბამის ექსპერტიზას, პროკურორი პასუხობს, რომ "რაიმე ინფორმაცია მისი ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოძიებას ამ ეტაპზე არ აქვს. "ამ მიმართულებით არც შეკითხვები არსებობს, თუმცა, მომავალში, თუკი ამ მიმართულებით შეკითხვები დაისმება, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდება",- განაცხადა ლომსაძემ.

კითხვაზე, ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს ალექსანდრე შეყელაძესთან სამსახურებრივი წყენა ხომ არ აკავშირებდა, პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია გამოძიებას არ აქვს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, რაიმე პირადი, თუნდაც სამსახურებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, წყენა ერთმანეთთან არ აკავშირებდათ. ვერსიები, თუ რამ გამოიწვია მათ შორის კონფლიქტური ვითარება, რაც გარდაცვალებით დასრულდა, მრავალი შეიძლება გვქონდეს, თუმცა, ბრალდებულმა ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. მოწმეთა ჩვენებებით, დგინდება, რომ მათ შორის, რამე კონფლიქტი არ არსებობდა. მოწმეები მის ასეთ მდგომარეობას სწორედ ალკოჰოლურ სიმთვრალეს უკავშირებენ“, - განაცხადა ლომსაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო