გიორგი მღებრიშვილის ადვოკატი - ალექსანდრე შეყელაძე და გიორგი მღებრიშვილი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, დღესაც მითხრა, თუ რამე გაჭირვება, ან პრობლემა მქონდა, პირველ რიგში, მის ნომერს ვკრებდიო

ალექსანდრე შეყელაძე და გიორგი მღებრიშვილი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, დღესაც მითხრა, თუ რამე გაჭირვება, ან პრობლემა მქონდა, პირველ რიგში, მის ნომერს ვკრებდიო, - ამის შესახებ შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, გიორგი მღებრიშვილის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მღებრიშვილს მისი მეგობრის, დეტექტივების სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობის მოტივი არ ჰქონია.

„გარდაცვლილი ადამიანი მღებრიშვილის ძალიან ახლო ადამიანი იყო, არასდროს რაიმე სახის მოტივი მსგავსი ქმედების ჩადენის და განხორციელებისთვის მას არ ჰქონია. მას ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად, მის პოზიციაზე საუბარი რთულია. ერთადერთი, რითაც შეიძლება მსგავსი სიტუაცია ავხსნათ, ის შერაცხად მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, სხვა ვერაფრით აიხსნება მისი საქციელი.

აქამდე მსგავსი სახის (ფსიქოლოგიურ) პრობლემებზე არ გამიგია. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ჩანს, რომ მას ჰქონდა ხოლმე ე.წ. ცუდი სიმთვრალე. თუმცა, მსგავს მდგომარეობამდე არასდროს მისულა. ფსიქიატრიულ ექსპერტიზას რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის მერე, მას მსგავსი დასკვნისთვის მიმართვას შევთავაზებ“, - განაცხადა ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, მღებრიშვილის საცხოვრებელი სახლიდან 3 იარაღია ამოღებული, საიდანაც ბრალდებულს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ჰქონდა გაფორმებული.

ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გიორგი მღებრიშვილს

ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გიორგი მღებრიშვილმა ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან იმავე ბინაში მყოფ ალექსანდრე შეყელაძეს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, ხოლო დ.ლ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების საშუალება არ მისცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთ დაზარალებულს ალექსანდრე შეყელაძეს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო