სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

სარფში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას.

ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო