ანონსი  11 იანვარი

11 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 იანვარს, 12:00 საათზე, სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები, მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მხარდაჭერით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან აქციას და საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მის: აკაკი წერეთლის გამზ.121

საკონტაქტო: 514 00 04 32

11 იანვარს, 13:00 საათზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის სამუშაო შეხვედრა გაიმართება ამავე კომიტეტის წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11 იანვარს, 14:00 საათზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის და ასამბლეის წევრების შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელთან, გივი მიქანაძესთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11 იანვარს, 15:00 საათზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის და ასამბლეის წევრების შეხვედრა გაიმართება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთან, დავით სერგეენკოსთან

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართ)

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს