შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის თმის და ფრჩხილის ნიმუშის აღებას ესწრებოდა

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის თმის და ფრჩხილის ნიმუშის აღებას ესწრებოდა.

ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„გარკვეული მოწმის დაკითხვას მოვითხოვთ დღეს, "ვივამედის" ერთ-ერთი ექთნის. ის ესწრებოდა იმ დალუქვის პროცესს, როდესაც ბატონმა ლახანმა აიღო თმის და ფრჩხილების ნიმუშები. ამ ეტაპზე გვექნება შუამდგომლობა, რომ ყოველდღე ჩატარდეს პროცესები“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ხაჭაპურიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი 73 კილოგრამს იწონის.

მიხეილ სააკაშვილთან გავიარეთ დაკითხვის საკითხები, საუბარი იყო წონაზე. ექსპერტს აინტერესებდა მისი წონა და 73 კილოგრამი იყო ამ დილით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები გავიარეთ“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო