გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი - სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს - ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა და მადის დაკარგვა

გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს.

თუმცა, როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას არ აქვს შესაძლებლობა ეს რისკი სრულად შეაფასოს, რადგან არ არის ადეკვატური კვლევები ჩატარებული.

ამასთან, ფინკელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომელთა გვერდითი ეფექტი მადის კარგვა და პირღებინება იყო.

„ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება და მადის დაკარგვა. მათ იცოდნენ, რომ აძლევდნენ პაციენტს წამლებს, რომელიც იყო წინააღმდეგ ნაჩვენები“, - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

კითხვაზე განზრახ აძლევდნენ თუ არა მას ამ წამლებს, გასტროენტეროლოგის თქმით, „კი, ეს იცოდნენ, იმიტომ, რომ ჩატარებული იყო ენდოსკოპიები“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია