გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი - სააკაშვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა სიკვდილი? - ჩემი პასუხია, დიახ!

გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი მიიჩნევს, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის იმ მდგომარეობამ, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება, შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს.

ამის შესახებ ფინკელმა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე: „ამ ტიპის მკურნალობით, რა მკურნალობაც უტარდება და დინამიკაში მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა დადგეს სააკაშვილის სიკვდილი თუ მას სასწრაფოდ არ გაეწევა დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მესამე დონის კლინიკებში კვალიფიციური მკურნალობა?“ - გასტროენტეროლოგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის დიაგნოსტირება და მკურნალობა.

„პირველი კითხვა იყო, საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა სიკვდილი? - ჩემი პასუხია, დიახ! დღევანდელი მდგომარეობით, ეს 47%-იანი წონის კლება, რომელიც სახეზე გვაქვს და რომელიც გრძელდება, თუ არ გვექნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიკვდილამდე“, - განაცხადა სტიუარტ ფინკელმა.

ამასთან, ადვოკატმა დააზუსტა, იყო თუ არა მისი ეს პოზიცია კატეგორიული.

„დიახ, კატეგორიულიც არის და ძლიერიც“,- აღნიშნა ფინკელმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია