შალვა ხაჭაპურიძე - დასახელდა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება არის სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ხოლო რამდენიმე, გადავადების საფუძველი - ჩვენ მომზადებულები მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა

ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტის მიერ დასახელებული იქნა დიაგნოზები, რომელთა ნაწილიც გათავისუფლების, ხოლო ნაწილი 283 მუხლის გადავადების საფუძველია.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. დასახელებულ იქნა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება, რომელიც ჯამში ერთად იყრის თავს, არის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი. ხოლო რამდენიმე ჩამონათვალი დიაგნოზი არის 283 მუხლის გადავადების საფუძველი.

ჩვენ მომზადებული მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ხომ იძახდნენ, რომ სააკაშვილს 2021 წელს აქვს კუჭის ოპერაცია გაკეთებული, კი არ შიმშილობდა იტყუებოდა სინამდვილეში. სად იყო თუნდაც კითხვაც დასმული ამ საკითხზე მოწინააღმდეგე მხრიდან, ხმაც კი ვერ ამოიღეს, პროპაგანდისტების მიერ შექმნილი მითი დღეს დაინგრა, თავიანთი ხელით დაანგრიეს“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის კითხვების 99% მოხსნა, რადგან ისინი მომზადებულები არ იყვნენ.

„არ შეიძლება ადამიანი სასამართლო პროცესზე გამოუშვა ისე, რომ არ მოამზადო, როდესაც სამედიცინო სამართალს ეხება საქმე. აქ ხომ არ არის ხულიგნობა, ყაჩაღობა და ა.შ. იმდენად არაკვალიფიციური კითხვები ისმებოდა, რომ მოსამართლემ 99% მოხსნა მათ მიერ დასმული კითხვების. ამით ყველაფერია ნათქვამი. არცერთი ჩვენი კითხვა არ მოუხსნია“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა