საპროკურორო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარე - გპირდებით, რომ თქვენთან ერთად იგივე ენთუზიაზმით მივიღებ მონაწილეობას საპროკურორო საბჭოს საქმიანობის განხორციელებაში

გპირდებით, რომ თქვენთან ერთად იგივე ენთუზიაზმით მივიღებ მონაწილეობას საპროკურორო საბჭოს საქმიანობის განხორციელებაში, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საპროკურორო საბჭოს წევრებს მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

"საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეობა ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი. ამავდროულად, გარკვეული პასუხისმგებლობაც და გამოწვევაც. ყველამ კარგად ვიცით და ვფიქრობ, არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ საპროკურორო საბჭოს საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროკურატურის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ ფუნქციონირებაში. შესაბამისად, გპირდებით, რომ თქვენთან ერთად იგივე ენთუზიაზმით მივიღებ მონაწილეობას საპროკურორო საბჭოს საქმიანობის განხორციელებაში. ბატონო მერაბ (ჯერანაშვილი) მინდა მადლობა გითხრათ თავმჯდომარედ საქმიანობის პროცესისთვის, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში საპროკურორო საბჭომ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბოლოოდ, პოზიტიურად აისახა პროკურატურის ავტორიტეტზე. მინდა მადლობა გითხრათ ამისთვის და გისურვოთ წარმატებები მომავალ პროფესიულ საქმიანობაში", - განაცხადა შოთა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.

ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა საბჭოს პროკურორმა წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა.

ინფორმაციისთვის, საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო