უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე, სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს - 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

საბაჟო საწყობის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს 184 131 ლარის საბაზრო ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად ამოიღეს.

პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარუდგინა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ხოლო იურიდიულ პირს - სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარუდგინა.

სასამართლომ ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და ამჟამად, ბრალდების საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ამ უკანასკნელს 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 წელი კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

რაც შეეხება იურიდიული პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საწარმოს სასჯელის სახედ 25 000 ლარი ჯარიმა და ლიკვიდაცია განესაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს ხსენებული საწარმოს შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი