სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოგზავნილი წერილები გადასცეს

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ და „ცესკოს“ ყოფილმა პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოგზავნილი წერილები გადასცეს.

წერილების ავტორები აფხაზეთში მცხოვრები ქართველები არიან, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისაკენ მოუწოდებენ.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, წერილების ავტორები ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს სთხოვენ, ქვეყნის ისტორიის დამახინჯება აღარ დაუშვას.

„დღეს მე, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მოქალაქეების მიერ აფხაზეთიდან გამოგზავნილი წერილები მოვუტანე. ისინი თავად გადმოვიდნენ და გზავნილები გადმოგვიტანეს. ალბათ იცით, როგორ რთულ გზას გადიან იმისთვის, რომ ე.წ. საზღვარი გადმოლახონ, რამხელა პრობლემა და რამდენად დიდი რისკია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გაერთიანდნენ. ისინი სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, რომ გადაარჩინოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე, აღარ დაუშვას ქვეყნის ისტორიის დამახინჯება და ევროპული პერსპექტივა სამუდამოდ არ დაგვაკარგვინოს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ანა მიქელაძის თქმით, ის თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის რეპუტაცია შენარჩუნება.

„მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რა თქმა უნდა, გული შემტკივა. ჩვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ საკითხებს თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რასაც შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას გამოიწვევს და ამავდროულად ეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციისათვის გამოუსწორებელი ზიანი იქნება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ დღეს მეც ამ კამპანიას შევერთებოდი, რომელიც მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული. მივიჩნევ, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის საშუალებითაც გადარჩება არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლე, არამედ შენარჩუნდება ქვეყნის რეპუტაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის