„სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით „სარფის“ გავლით საბაჟო კონტროლისაგან მალულად 6 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც სატვირთო ავტომანქანებით, თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის საქონლის ტრანზიტულად ტრანსპორტირებას, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოში შემოიტანეს საერთო ჯამში 6 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება აღემატება 500 000 ლარს.

საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო