გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

„ევროპული საქართველოს“ წევრზე, გიორგი კანდელაკზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კანდელაკს, გუშინ, „თავისუფლების“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მუსიკის გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც კანდელაკმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა