თბილისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვაზისუბანში, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

ადგილზე მისულმა მაშველებმა ლიფტის შახტიდან გარდაცვლილთა ცხედრები ამოიყვანეს.

„მაშველები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ ადგილზე და ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარია. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს