მაკა ბოჭორიშვილი - ევროკომისიის შეფასება კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში ვიხილავთ - ზოგადად მოლოდინია, რომ საქართველოს საკმაოდ მაღალი შეფასებები აქვს

ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ამ ეტაპზე, ანგარიში შესაბამის სამსახურებში პოლიტიკურ შეფასებებს გადის , - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბაჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლოდინი არის, რომ საქართველოს მაღალი შეფასება ექნება.

მისივე თქმით, ელჩთან შეხვედრაზე 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით პროგრესზე ისაუბრა, ასევე განიხილეს რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი პარლამენტის მხრიდან მეტი ინტეგრაციისთვის.

"ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ, უკვე არის მომზადებული და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მოველით, რომ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების შესრულების კუთხით. ზუსტი თარიღი გამოქვეყნების არ თქმულა, ვიცით, რომ ანგარიში არის მომზადებული და ამ ეტაპზე გადის ევროკომისიის შესაბამის სამსახურებში ასევ ვთქვათ, პოლიტიკურ შეფასებებს და ალბათ, უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ზოგადად მოლოდინი არის, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები, სჯობს დაველოდოთ გამოქვეყნებას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეებს ხვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა