ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, დაახლოებით, 850 000 ადამიანით შემცირდა

ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა. BBC-ის ინფორმაციით, 1961 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიურ დინამიკაში კლება დაფიქსირდა. ერთი წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობა დაახლოებით, 850 000 ადამიანით შემცირდა.

ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს ჩინეთის მოსახლეობამ 1.411 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის მაჩვენებელი 1.412 მილიარდი იყო.

ექსპერტების მტკიცებით, მოსახლეობის კლების ტენდენცია ჩინეთში მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება, რაც გასულ საუკუნეში ჯერ ე.წ. „ერთი ბავშვის პოლიტიკის“, შემდეგ კი ე.წ. „ორი ბავშვის პოლიტიკის“ შედეგია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა