მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანასთან დაკავშირებით წერილობითი შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, პენიტენციური სამსახურიდან ოქმი, კლინიკა "ვივამედიდან" კი ცნობა იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ნებართვა არ ეძლეოდა.

მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულ დოკუმენტს სააკაშვილის მინაწერი ჰქონდა, რომ მზად არის სასამართლოში მისასვლელად, რადგან ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პროცესზე განცხადებაც წაიკითხა, რომელშიც ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს 20 იანვარს დანიშნულ სხდომაზე გამოცხადების სურვილი აქვს. აღნიშნული განცხადება მოსამართლეს წერილობითაც გადასცეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმს, ჯეიმს კობს დაკითხავენ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ