გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სასამართლოზე დაკითხვისას, ჯეიმს კობმა აღნიშნა, რომ არ შეუძლია იმის განსაზღვრა, როდის და რა გარემოებებში მიიღო მიხეილ სააკაშვილმა კისრისა და მენჯ-ბარძაყის არეში დაზიანებები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, ამერიკელმა პროფესორმა, სამედიცინო ექსპერტმა, ჯეიმს კობმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია იმის განსაზღვრა, თუ როდის და რა გარემოებებში მიიღო საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კისრისა და მენჯ-ბარძაყის არეში დაზიანებები.

„როგორც ვიცით, ტრავმატოლოგი, ორთოპედიული ქირურგი დაიკითხა, რომელმაც დააფიქსირა, რომ სააკაშვილს მენჯ-ბარძაყის და კისრის არეში დაზიანებები ჰქონდა. აქ ლაპარაკი იყო, საიდან იყო ეს დაზიანებები მიღებული, როდის იყო, თუმცა მან აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია ამ დაზიანებებს ხანდაზმულობის ვადა ზუსტად განსაზღვროს,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამი ჯიშკარიანი იკითხება.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა