მოსამართლე მარიამ ჯიშკარიანს - ქალბატონო მარიამ, არც ჩვენს დასამოძღვრად ხართ აქ მოსული და არც ჭკუის სასწავლებლად, რაზეც კითხვას დაგისვამენ, იმას უპასუხეთ - ნუღარ შემოხვალთ ჩემთან პოლემიკაში

ქალბატონო მარიამ, არც ჩვენს დასამოძღვრად ხართ აქ მოსული და არც ჭკუის სასწავლებლად - ნუღარ შემოხვალთ ჩემთან პოლემიკაში, - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

არევაძემ ჯიშკარიანს შენიშვნა იმ დროს მისცა, როდესაც ის სტამბოლის კონვენციის სტანდარტების შესახებ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვას პასუხობდა.

„სხვა პრაქტიკები არ ვიცი, მაგრამ ცენტრი „ემპათიის“ დასკვნები სასამართლო პროცესებზე ბევრჯერ გამოიყენება, პროკურატურის მხარესაც ბევრჯერ გამოვსულვართ და ჩვენი დასკვნები ყოველთვის არის საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი. სამხარაულის ექსპერტიზასთან ვთანამშრომლობდით და ბევრმა ექსპერტმა გაიარა ჩვენი ტრენინგები. სამხარაულმა ჩვენი რეკომენდაციებით, მრავალი წლის წინ, თავისი პრაქტიკა გააუმჯობესა. ამჯერად, თუ არ დეგრადირდება ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელ დასკვნებამდე, კარგი იქნება. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რასაც ქართული კანონმდებლობაა მორგებული. სტამბოლის პროტოკოლში ევროკავშირის ძალიან დიდი თანხები ჩაიდო. ევროსაბჭოს პროექტიდან პენიტენციურ სამსახურის ტრენინგ ცენტრში მოწვეული ტრენერი გახლდით. მათ სავალდებულო ტრენინგებში აქვთ სტამბოლის პროტოკოლი, ამიტომ მათთვის [პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისთვის] უცნობი არ უნდა იყოს“,- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მოსამართლემ ჯიშკარიანს გააწყვეტინა და უთხრა, რომ სასამართლო პროცესზე ის ტრენერი არაა და მხოლოდ იმ კითხვას უნდა უპასუხოს, რომელსაც დაუსვამენ.

„ქალბატონო მარიამ, არც ჩვენს დასამოძღვრად ხართ აქ მოსული და არც ჭკუის სასწავლებლად. რაზეც კითხვას დაგისვამენ, იმას უპასუხეთ, გასაგებია? აღარ გააგრძელოთ. აქ არ ხართ არც ტრენერი, არც ჩემი ხელმძღვანელი, არც ჭკუის მასწავლებელი. კითხვას დაგისვამენ - უპასუხეთ. გაგიმარტივდებათ უფრო. ნუღარ შემოხვალთ ჩემთან პოლემიკაში, სასამართლოს და მოსამართლის განკარგულებას უნდა დაემორჩილოთ. ჩემთან პოლემიკაში არ შემოხვიდეთ“,- განაცხადა გიორგი არევაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო