ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა 2 მარტს გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში მორიგი, რიგით 110-ე შეხვედრა დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი.

ანთაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს როგორც ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ არცევთან გუშინ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება, ასევე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების გათავისუფლება.

,,რაც შეეხება ბოლოს დაკავებულს, საქმე ეხება სოსო დვალიშვილის დაკავების ფაქტს, მისი უკანონოდ დაკავება მოხდა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ცხინვალიდან განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ე.წ. პროცედურები. ეს ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ სხვა პირებს, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას გავუზიარებთ დაკავებულების ოჯახის წევრებს და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პირები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

არსებული ინფორმაციით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში 111-ე შეხვედრა 2 მარტს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო