პროკურატურა - წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობასა და ,,ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერაში სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის ბოლოს, ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა, საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდთან“ შეთანხმებით, მოქალაქეთა შორის მიწის ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად, არაერთი ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო, მათ შორის მოდავე მხარეები ,,კანონიერ ქურდთან“ თურქეთში ჩაიყვანა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მხარს უჭერდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.

სასამართლომ ორი ბრალდებული, მათ შორის, კანონიერი ქურდი, სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ამავე განაჩენით, ერთ ბრალდებულს წარდგენილი ბრალდება ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა (223’-ე მუხლის პირველი ნაწილი), გადაუკვალიფიცირდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის მუხლით (223’’’-ე მუხლის მეორე ნაწილი) და სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალდება წარდგენილი ჰქონდა ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის მუხლით (223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამართლდა.

ბრალდების მხარე, სასამართლოს გადაწყვეტილებას მუხლის გადაკვალიფიცირების და ბრალდებულის გამართლების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი