ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ მეჯვრისხევში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადაადგილებისას ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან ჰაერში გაისროლეს, შესაბამისი შეფასება მიეცა

ინციდენტს მიეცა შესაბამისი შეფასება და მიმდინარეობს კონკრეტული დეტალების განხილვა , - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების გადაადგილებისას მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების გადაადგილებისას, ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან, ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა, რის შემდეგაც, მონიტორებმა იმოქმედეს უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად და დატოვეს კონფლიქტის ზონა.

,,რაც შეეხება მეჯვრისხევში მომხდარ ინციდენტს, დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი იყო განხილული, აღნიშნულ ინციდენტს მიეცა შესაბამისი შეფასება და მიმდინარეობს ინციდენტის კონკრეტული დეტალების განხილვა. მისია აგრძელებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო