ანონსი 18 იანვარი

18 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, ორგანიზაცია „გრასის“ ორგანიზებით ანგარიშის პრეზენტაცია და პანელური განხილვა გაიმართება.

თემა: „ევროკავშირის 12 პირობის განხორციელების მდგომარეობა“.

მის: კოსტავას ქ.14

18 იანვარს, 10:30 საათზე, მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

18 იანვარს, 11:00 საათზე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

18 იანვარს, 11:15 საათზე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

18 იანვარს 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგებში დასაშვები სამუშაო საათების რაოდენობის კვირაში 48 საათიდან 40 საათამდე შემცირება - რატომ არ უნდა აჭარბებდეს დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 40 საათს და როგორია შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობა“.

მის: კოსტავას ქ. 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი გაიმართება.

მის: მაჩაბლის ქ.11

საკონტაქტო: 599 58 00 01

18 იანვარს, 14:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებული თემატური მოკვლევის - „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით“ ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებების ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

18 იანვარს, 17:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში აკაკი ჩხენკელის მემორიალური ალბომის პრეზენტაციას გამართავს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

საკონტაქტო: მაგდა გუგავა, 599420206

18 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ „საფარის“ დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: 26 მაისის მოედანი #1

საკონტაქტო: 598 856 333

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო