პროკურორის განცხადებით, ძმები კაკულიების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე სერგო ქურთიაშვილმა და გიორგი კაჭკაჭაშვილმა საქართველოს საზღვარი მაშინ გადაკვეთეს, როცა მათ კაკულიების საქმეზე ჩვენება უნდა მიეცათ

ძმები კაკულიების ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე სერგო ქურთიაშვილმა და გიორგი კაჭკაჭაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მაშინ გადაკვეთეს, როცა მათ სასამართლოში კაკულიების საქმეზე ჩვენება უნდა მიეცათ. ამის შესახებ საქმის პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი აცხადებს. როგორც განმარტავს, დაზარალებულების ოჯახის წევრების განმარტებით, ერთი დაზარალებული სამკურნალოდ, მეორე კი, სამოგზაუროდ წავიდა.

სწორედ, ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან ძმებ კაკულიებს, რა დროსაც, გიორგი კაჭკაჭაშვილიც დაზიანდა. დაზარალებულებს ძმების წინააღმდეგ ჩვენება არც გამოძიების ეტაპზე აქვთ მიცემული.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა. კერძოდ, დღეს შუამდგომლობა გვქონდა დაზარალებულების გამოკითხვის ოქმების საჯარო წაკითხვის თაობაზე, ვინაიდან როგორც წარმოდგენილი მასალით ირკვევა, დაზარალებულებმა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ დატოვეს. ბრალდების მხარე მათთან კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რომ თუნდაც, დისტანციური გზით მომხდარიყო მათი სასამართლო პროცესზე დაკითხვა, ვინაიდან ბრალდების მხარის ინტერესია, დაზარალებული სასამართლო პროცესზე დაიკითხოს“, - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

კითხვაზე, მიზანმიმართულად, ჩვენებისთვის თავის არიდების მიზნით ხომ არ დატოვეს დაზარალებულებმა ქვეყანა, პროკურორი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამას ვერ იტყვის, ვინაიდან მომდევნო სხდომაზე შესაძლოა, კაჭკაჭაშვილმა და ქურთიაშვილმა ჩვენება მისცენ.

„ჩვენ მათი ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია გვქონდა, თუმცა, მათ ვერ დაგვაკავშირეს დაზარალებულებთან, შესაბამისად, მათი გამოკითხვის ოქმების საჯაროდ წაკითხვა მოხდა. რაც შეეხება კითხვას, მიზანმიმართულად დატოვეს თუ არა ქვეყნის ტერიტორია, ოჯახის წვერები განმარტავენ, რომ სერგო ქურთიაშვილმა ქვეყანა მკურნალობის მიზნით დატოვა, რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, ის სამოგზაუროდ არის, ასე განგვიმარტავს ოჯახის წევრი. თუმცა, ცალსახად შეგვიძლია თქმა, რომ გამოძიების ეტაპზე მათ თანამშრომლობის დიდი სურვილი არ გამოუთქვამთ. თუმცა, დასკვნით სიტყვის ეტაპზე ბრალდების მხარე შეაფასებს რამდენად მიზანმიმართულად იყო დატოვებული ქვეყანა, ჩვენება არ მიეცათ, თუ რა იყო ამის მიზანი. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, შემდეგ პროცესზე შესაძლოა, ისინი დისტანციურად დაიკითხონ, შესაბამისად, ჯერ ნაადრევია, ამაზე საუბარი“, - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო