ძმები კაკულიების ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის მქონე სერგო ქურთიაშვილისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის განრიდება სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა

ძმები კაკულიების ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის მქონე სერგო ქურთიაშვილისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის განრიდება სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა.

აღნიშნულ პირებს ძმები კაკულიების საქმეზე ჩვენება უნდა მიეცათ, თუმცა, როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთეს.

„ვფიქრობთ, რომ სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდა მათი გარიდება, რათა სიმართლე არ ელაპარაკათ. მათი სიმართლით დამტკიცდებოდა და დარწმუნებული ვარ, დამტკიცდება ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები სრულიად უდანაშაულოები არიან, მათ არავინ დაუჭრიათ.

საქმეში წარმოდგენილია გამოკითხვის ოქმები, სადაც უთითებენ, რომ ისინი მზად არიან სასამართლოში ჩვენება მისცენ, თუმცა, როცა ჯერი სასამართლოზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს დაატოვებინეს, თავისი სურვილით დატოვეს ქვეყანა, თუ ა.შ. იმედი გვაქვს, ამას შემდეგ სხდომაზე გავარკვევთ“, - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო