ევროპარლამენტმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა თანამედროვე შეიარაღება დაუყოვნებლივ გადასცეს

ევროპარლამენტმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა თანამედროვე შეიარაღება დაუყოვნებლივ გადასცეს.

ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის რეალიზაციის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს დამტკიცდა.

ანგარიშში ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ უკრაინა იცავს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და საჭიროებს გადაუდებელ სამხედრო დახმარებას, კონკრეტულად კი მძიმე შეიარაღებას „ომში გამარჯვებისთვის.

ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გაზარდონ სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის.

„ევროკავშირის რეაქცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე დეტალური დაკვირვების ქვეშაა მსოფლიოს ავტოკრატიების მხრიდან და ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საერთაშორისო არენაზე მათ ქცევაზე“,- ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება