ანდრეი კასიანოვი - ჩვენ ვგრძნობთ სოლიდარობას - უთანხმოება, გაუგებრობა უნდა გადავდოთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს ჩვენს საერთო მტერზე

უთანხმოება, გაუგებრობა უნდა დავტოვოთ და გადავდოთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს ჩვენს საერთო მტერზე,- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის თქმით, უკრაინა გრძნობს სოლიდარობას.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობისთვის. ჩვენ ამას საყოფაცხოვრებო დონეზეც კი ვგრძნობთ. სადაც არ უნდა მიხვიდე, თუ ესაუბრები ქართველებს, ჩვენ ვგრძნობთ სოლიდარობას. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მოხალისეების წვლილს, ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში. სამწუხაროდ, უკვე 36 კუბო ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენთვის ისინი ნამდვილი გმირები არიან. ვიცი, რომ საქართველოს მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.

მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ რთულ დროში შეიარაღებული და განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს, სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ, ორმხრივი მხარდაჭერა ყველა საკვანძო საკითხებში, რომელიც დღის წესრიგში დგას. სხვა ყველაფერი, უთანხმოება, გაუგებრობა უნდა დავტოვოთ და გადავდოთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს ჩვენს საერთო მტერზე. ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრები. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ასე იქნება“,- განაცხადა კასიანოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები