იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაჩალიკაშვილის საქმეზე - ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა

მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე პროცედურული დარღვევა იყო, რის გამოც, სახელმწიფოს მომჩივნებისთვის მატერიალური კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

„მთლიანობაში ევროპული სასამართლო ამბობს, რომ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურამ ჩაატარა ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხა ყველა შესაბამისი პირი, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა. ამ ნაწილში დადებითადაა შეფასებული, თუმცა, დადგენილია გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, გამოძიების საწყის ეტაპზე, მაგალითად, ევროპული სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების ადგილის მთლიანობის საკითხზე და ამბობს, რომ როდესაც სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი დაიჭრა, მაშინ აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა და ამის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო შეიქნა ოთახში არსებული ცალკეული ნივთების, მათ შორის, ხელყუმბარის, ადგილის შეცვლა. აქვე ევროპული სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ სიტუაციებში პირის გადარჩენის ინტერესი, პირველადი დახმარების აღმოჩენის ინტერესი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გამოძიების ადგილის მთლიანობის შენარჩუნება. ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ მთლიანობაში ყველა პირი გამოიკითხა, ვინც უნდა გამოკითხულიყო, თუმცა, თვითონ სპეცრაზმელები რამდენიმე კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და ცალკეული პროცედურები მიმდინარეობდა. ამ ცალკეული ხარვეზების გამო, რაც მან გამოძიების საწყის ეტაპზე დაინახა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო პროცედურული დარღვევა და ამ დარღვევისთვის სახელმწიფოს მოუწევს მატერიალური კომპენსაციის გადახდა მომჩივნებისთვის“, - განმარტა ბექა ძამაშვილმა, რომლის კომენტარსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო