სტრასბურგის სასამართლო - გამოძიებამ ამომწურავად დაკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები

სტრასბურგის სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებამ ამომწურავად დაკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

„გამოძიების მიერ დაკითხული იყო შემხებლობაში მყოფი თითქმის ყველა პირი, მათ შორის განმცხადებლები, ასევე, პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში, დაგეგმეს და ხელმძღვანელობდნენ მას. ასევე, სამედიცინო პერსონალი, რომელიც ჩართული იყო მკურნალობის პროცესში, სანამ გარდაიცვლებოდა“, - ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია საჩივარზე გამოძიებაში შეზღუდული მონაწილეობის შესახებ და ნათქვამია, რომ მეორე მუხლი არ გულისხმობს გამოძიების ყველა ნაბიჯის შესახებ ინფორმირებულობას.

„მეორე მუხლი არ გულისხმობს, რომ აპლიკანტებს წვდომა ჰქონდეს ყველა ტიპის მასალაზე მიმდინარე გამოძიების დროს ან იმას, რომ ისინი ინფორმირებული უნდა იყვნენ ყველა ნაბიჯის შესახებ", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მიიჩნია, რომ "არ იყო საკმარისი მტკიცებულება იმისა, რათა დაესკვნათ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გარდაიცვალა".

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა, პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი