ანონსი 20 იანვარი

20 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი სოსო არჩვაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „2023 წელს გლობალურ ეკონომიკაში ნავარაუდევი რეცესია. რა გავლენა შეიძლება, ჰქონდეს პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე. როგორია ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა მიმდინარე წელს“.

მის:კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

20 იანვარს, 13:00 საათზე, პარლამენტის ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა გაიმართება.

პროცესს დაესწრებიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი ადვოკატებთან და მხარდამჭერებთან ერთად.

20 იანვარს, 16:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა კომიტეტის წევრებთან 2023 წლის სამოქმედო გეგმის გაცნობა/განხილვის მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ