საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული - შეიარაღებული პირის დაკავების მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფებია მობილიზებული და შეიარაღებული პირის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პირმა, კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან გასროლა განახორციელა, რასაც ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაჭრილია.

"პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი. ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო