ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოაცხადოს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს, ბოლო დასკვნით სხდომაზე გამოცხადდეს.

როგორც მან პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს.

„დღევანდელ სასამართლო განხილვაზე დარჩენილია მსჯავრდებულების სიტყვები. სასამართლო ალბათ, დღეს გავა გამოსაცხადებლად, შეუძლია გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, შეუძლია მისი გამოცხადება გადადოს. სააპელაციო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ არათუ ფულის გათეთრება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე დაადასტურა, არამედ ის ბრალდებაც, რომელიც ვითომდა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ ჩადენილი თაღლითობის სახით, ამ საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არის. ამ საქმეზე სამართლებრივი მოლოდინი მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი უნდა იყოს, მაგრამ განაჩენს დაველოდები", - განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა გაიმართება. პროცესს დაესწრებიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი ადვოკატებთან და მხარდამჭერებთან ერთად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში