მამუკა ხაზარაძე - თუ სასამართლო არ გაგვამართლებს, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ

თუ სასამართლო არ გაგვამართლებს, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იქნება და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ - ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ისურვებდა, რომ მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული საქმით საქართველომ „წააგო“.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ არც ერთი სხდომა არ გაგვიცდენია და არც გავაცდენთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის ღირსება და სახელი არის უმნიშვნელოვანესი. ზეწოლა, რომელიც წამოსული არის პიარად ბიძინა ივანიშვილისგან და მისი მარიონეტი დამქაშებისგან, ჩვენზე ვერანაირი ზეწოლას ვერ მოახდენს. ვერ გაგვტეხენ პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ, რომ ეს არის ღირსების საქმე და ეს არის ხვალინდელი ჩვენი შვილების მომავალში საკითხი. შედეგად რა მიიღო საქართველომ? რა მიიღო იმ ხალხმა, ვინც ეს საქმე დაუკვეთა? საქართველომ წააგო, საქართველო დღეს არის ჩიხი, საქართველოს წართმეული აქვს პერსპექტივა და საქართველო არ განიხილება დღეს (იმედია ხვალ ეს ყველაფერი შეიცვლება), როგორც ერთ- ერთი მძლავრი მაგისტრალი, ე.წ. შუა დერეფანი. თუ თქვენ გადახედავთ რა ხდება ქართულ პორტებში, ძალიან ნათლად მიხვდებით, რაში აღმოჩნდა ამ ერთი პრეცედენტული საქმის გამო ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო