ნინო ბურჯანაძე - ხომ ვიცით, რომ არაფერი ეშველება ამ 12 რეკომენდაციას? - რამდენი ხანი აპირებს კიდევ ოპოზიცია ამ თამაშების გაგრძელებას?

ხომ ვიცით, რომ არაფერი ეშველება ამ 12 რეკომენდაციას? - რამდენი ხანი აპირებს კიდევ ოპოზიცია ამ თამაშების გაგრძელებას? - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციაში თუ ვინმე ილუზიებშია, მაშინ ან კომპეტენცია არ ყოფნით ან უბრალოდ თავს იტყუებენ.

„ხომ ვიცით, რომ არაფერი ეშველება ამ თორმეტ რეკომენდაციას? მე ამიტომ ვთქვი, რომ ერთადერთი იმედი მაქვს, ჩვენი ევროპელი კოლეგები გაითვალისწინებენ არსებულ რეალობას და დახუჭავენ ყველაფერზე თვალს და მაინც მოგვანიჭებენ სტატუსს. ერთი წელი გავიდა რაც თუნდაც შარლ მიშელის დოკუმენტი გაფორმდა, რომელი ერთი პუნქტი იქნა შესრულებული და რომელი ნაბიჯი იქნა გადადგმული? თუ ვინმე ილუზიებშია ჩემი კოლეგებიდან ოპოზიციაში, ან კომპეტენცია არ ყოფნით ან უბრალოდ თავს იტყუებენ, ცდილობენ გაამართლონ გნებავთ პარლამენტში ყოფნა, გნებავთ პროცესში ჩართულობა? მე მაინტერესებს რამდენი ხანი აპირებს კიდევ ოპოზიცია ამ თამაშების გაგრძელებას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ გადაცემაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევანს ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილზე გააკეთებს, მაშინ ეს აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება.

„ნებსით თუ უნებლიედ რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. როცა ამხელა პარტიის შიგნით არის განხეთქილება, დაპირისპირება და განსჯა, რომელიც საჯაროდ გამოვიდა. საჯაროდ არ უნდა გამოსულიყო თორემ შეიძლება ეს ყველაფერი შიგნით ყოფილიყო და მოგვარებულიყო. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დაშლა და გაყოფა მოხდეს ამ პარტიის.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიდის თუ არა პოლიტიკური დასასრულისკენ ეს არის დამოკიდებული იმაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ რა არჩევანს გააკეთებს და ვის სასარგებლოდ. ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ თუ გააკეთეს არჩევანი, რა თქმა უნდა, აბსოლუტური პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება. ნიკა მელიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა, ის აბსოლუტურად არ არის დასვრილი და დამძიმებული იმ მძიმე ლაქებისგან და დანაშაულებისგან, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს და ეს იყო განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მიხედვითაც, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის, ხოლო ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს“.

ნინო ბურჯანაძის თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე ხმას არ იღებს, ხოლო კომპლიმენტები კი უხარია, ეს კაპიტულაციას ნიშნავს.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა იყო, ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებ თუ ის იქნება ფრთხილად, მაგრამ არ უნდა იყო შეშინებული, არ უნდა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ყველას აქვს შენი კაპიტულაციის განცდა. არავის სჭირდება კომპლიმენტები არცერთი ქვეყნისგან და მით უმეტეს რუსეთისგან, როცა დღეს კომპლიმენტს მეუბნები და ხვალ შეიძლება ე.წ. საზღვარი გადმომიტანო ისევ. აგერ დე ფაქტო საზღვარი გადმოდის და შენ ხმას არ იღებ იმაზე და კომპლიმენტს რომ გეუბნებიან, მოგწონს, ესაა კაპიტულაცია აბა რა არის სხვა?“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს