მარნეული მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი მშვილდოსნობაში, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 20-22 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, მარნეულში მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტურნირზე 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს შეარჩევენ. ჩემპიონატი თურქეთში, ქალაქ სამსუნში გაიმართება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად ჩართულია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებში. საამაყოა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი წარმატება გვაქვს. მარნეულის მერია მაქსიმალურად მხარს უჭერს სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“, - განაცხადა მარნეულის მერმა კენან ომაროვმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და მოწვეული სტუმრები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა