ანონსი  23 იანვარი

23 იანვარს, 10:00 საათზე, კეკელიძის პირველ ნომერში, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მარინა ხატიაშვილის უკანონო გამოსახლების წინაღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: ნანო ცხადაია - 555 33 34 87

23 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

23 იანვარს 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ლიდერები, ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას და საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა, თბილისის სააპელაციო სასამართლო

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

23 იანვარს, 11:00 საათზე, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ზამთრის სეზონი ჩავარდა; სექტორიდან კადრების გადინება და გამოწვევები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

23 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „დავოსის ეკონომიკური ფორუმი და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებული განცხადებები. „შუა დერეფნის“ როლი და მნიშვნელობა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 11:00 საათზე, „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ანალიზი, ახალგაზრდების საჭიროებების კონტექსტში“ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მარნეული, 26 მაისის ქუჩა

საკონტაქტო: ნატალია ცაგარელი - 577284656 ; ნაშირ ორდუხანოვი - 551193032

23 იანვარს, 12:00 საათზე, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.10 (თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ)

23 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გაიმართება.

23 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით