სოსო გოგაშვილის შვილი - სასამართლოში მოვდივართ, რომ აქ მაინც მოგვცენ უფლება, მამაჩემი შორიდან დავინახოთ

ჩვენი ერთადერთი მიზანი იმისა, თუ რატომ მოვდივართ სასამართლოში, არის ის, რომ აქ მაინც მოგვცენ უფლება, მამაჩემი შორიდან დავინახოთ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახმა სოსო გოგაშვილის ნახვის მოთხოვნით განცხადება 4-ჯერ დაწერა, თუმცა უშედეგოდ.

„დაახლოებით 20 პროცესია ჩატარებული და აქედან მხოლოდ 3-ჯერ მოგვცეს უფლება, რომ შორიდან დაგვენახა ოთახში მამაჩემი. ჩვენთვის გაურკვეველია, ზოგჯერ რატომ გვაძლევენ უფლებას, ზოგჯერ კი არ გვიშვებენ. ეს ამოუცნობია. ასევე, 4-ჯერ დავწერეთ განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით და ამაზეც უარს გვეუბნებიან. ამიტომ მოვდივართ იმის მოლოდინით, რომ ოთახში, პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წამით მაინც მოგვცემენ უფლება, რომ ვნახოთ მამაჩემი,“ - განაცხადა ნინი გოგიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, დიმიტრი ღონღაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, მათ შორის, სუს-ის თანამშრომლები.

შეგახსენებთ იმასაც, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ