ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი იწყებენ პროცესს, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მივა.

„დღეს პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, ექსპერტული საზოგადოება თუ აკადემიური წრეები, ეროვნული მოძრაობის და უზენაესი საბჭოს წევრები ყველანი ერთად ვდგავართ და ჩვენ გვაერთიანებს ერთი რამ - ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად. გვაერთიანებს სწორედ ის, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ბოლო ათწლეულების მანძილზე. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა, რომ ეს არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და ამ არჩევანს გადახედოს. ისინი გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ღალატობენ ქართველი ხალხის ნებას და გვეუბნებიან, რომ თურმე რუსეთი უკეთესი ყოფილა, ვიდრე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ძლიერი საქართველოს მშენებლობა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ, ეს ჩვენზე ვერ იმუშავებს ვერც ერთ შემთხვევაში, ამიტომ გთავაზობთ 24 თებერვალს შევიკრიბოთ მთელი საქართველო რუსთაველზე, იმისთვის, რომ პირველ რიგში ერთმანეთს გავაგონოთ, რომ არანაირი დეზინფორმაცია ჩვენზე არ მუშაობს და ჩვენი ურყევი ნება არ გადაიხედება არასდროს და შევიკრიბოთ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს ვუთხრათ - როგორ მედგრადაც ყოველდღიურად თქვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი ბიჭები, ისე მედგრად ამაყი და მამაცი ქართველი ერი დგას თქვენს გვერდით და ჩვენი გმირების პატივისცემისთვის შევიკრიბოთ, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებს „ქართული ოცნება“.

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ბიჭებო! მადლობა, რომ ასე მამაცად იცავთ ჩვენი ერის ინტერესებს ფრონტზე, რომელიც არის საქართველოს ფრონტი და არა უკრაინის ფრონტი. ფრონტზე, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს ფრონტი ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ჩვენ ვიწყებთ პროცესს, რომელიც მივა დიდ გამარჯვებამდე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო