მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ნივთიერი მტკიცებულებები წარადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ პროცესი იმართება, დაცვის მხარემ ნივთიერი მტკიცებულებები წარადგინა. კერძოდ კი, როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, ეს არის ამერიკული ლაბორატორიიდან გამოგზავნილი, მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილების ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაშია. ადვოკატის თქმით, მოსამართლე ამ მტკიცებულებების ავთენტიკურობაში დარწმუნდა.

„მეორე მხარე სვამდა კითხვებს, იყო თუ არა დალუქული, იყო თუ არა გაგზავნილი, რა წესით ჩატარდა და ა. შ. დალუქულ მდგომარეობაში, თანამედროვე მეთოდებით, ყოველგვარი ეჭვების გარეშე, ცივილიზებულ სამყაროში დადგენილი ფორმით პირდაპირ მოსამართლის სახელზე ჩამოვიდა. მოსამართლემ ნახა და დარწმუნდა ამ ყველაფრის ავთენტურობაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი”, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ამ ეტაპზე სასამართლოში შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა მოწმის გამოკითხვით განახლდება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს