სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესზე სუს-ის თანამშრომლები გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

სოსო გოგაშვილის ადვოკატის, დიმიტრი ღონღაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 7 მოწმე, სუს-ის თანამშრომლები დაიკითხნენ.

მისივე თქმით, დაკითხვაში მონაწილეობა თავად ბრალდებულმა, სოსო გოგაშვილმაც მიიღო.

"მოწმეებად არ იყვნენ წარმოდგენილნი ის პიროვნებები, რომლებსაც განსაკუთრებულად ველოდებით. ისინი არიან მოწმეები, რომლებიც 16 ივლისს იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლის და პირად ჩხრეკაში მიიღეს მონაწილეობა და შემდგომ უკვე მის დაკავების პროცესს ესწრებოდნენ. დაცვის მხარე ელოდება ამ მოწმეებს, დღეს ესენი არ იყვნენ წარმოდგენილი. წარმოდგენილი იყო სუს-ის სხვადასხვა რიგითი თანამშრომელი, რომლებიც გამომძიებლებს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ტექნიკური დახმარებას უწევდნენ", - განაცხადა უფლებადამცველმა.

მისივე თქმით, შემდეგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ