გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან დაკავშირებით კითხვები იყო არა იმაზე, აშშ-დან დალუქული ჩამოვიდოდა თუ არა, არამედ აქედან რომ მიიღეს ნიმუშები, დალუქული არ ყოფილა

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატს, გელა ნიკოლაიშვილს კითხვები აქვს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ნიმუშებთან მიმართებით, კერძოდ კი თმასა და ფრჩხილებზე, რომელიც სააკაშვილის დაცვის მხარის მტკიცებით, ამერიკული ლაბორატორიიდან დალუქულ მდგომარეობაში გამოგზავნეს. როგორც გელა ნიკოლაიშვილმა განმარტა, ეჭვები არის იმ მხრივ, რომ ამერიკულმა ლაბორატორიამ ნიმუშები გახსნილ მდგომარეობაში მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოშო განუცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებია ან გათავისუფლების საქმეზე პროცესი იმართება.

„ნიმუშებთან დაკავშირებით კითხვები იყო არა იმ მხრივ, რომ აშშ-დან დალუქული ჩამოვიდოდა თუ არა, ან მათ დალუქეს თუ არა - კითხვები იყო იმაზე, აქედან რომ მიიღეს ნიმუშები, დალუქული არ ყოფილა. ამ კითხვებზე ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ. იმათ გამოგზავნეს დალუქულ მდგომარეობაში. როგორც წესი იწერება - „მივიღე დალუქულ მდგომარეობაში”, მაგრამ იქ წერია - „გახსნილი მდგომარეობა“. ანუ არ წერია „მივიღე“, „გახსნა“. ამიტომ არის ეს ეჭვები, რომ მათ გახსნილ მდგომარეობაში მიიღეს. ეჭვები ბუნებრივია, როდესაც დალუქული არ არის, ფრჩხილი, თმა თუ სხვა ნივთი, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება, ვის ეკუთვნის ესა თუ ის თმა თუ ფრჩხილი“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

კითხვაზე, ეჭვობს თუ არა, რომ წარმოდგენილი ნივთმტკიცებულებები არ ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ასე პასუხობს:

„ბუნებრივია, ეს ეჭვი, დალუქულ მდგომარეობაში თუ არ არის, ნებისმიერ შემთხვევაში წარმოიშვება, სააკაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი და არ გამორიცხავს, რომ ამის დასადგენად ალტერნატიული ექსპერტიზა მოითხოვონ.

„შესაძლებელია, არ ვიცი. სამედიცინო სფეროს დეტალებში უფრო მალხაზ ურთქმელიძეა და შეიძლება მან გადაწყვიტოს, მაგრამ ახლა, მე მგონი მაგის დრო არ არის. უბრალოდ, ჩვენ ისიც გაგვიკვირდა, რომ კიდევ გადაიდო, ჩვენ გვაბრალებენ, რომ თურმე საქმეს ვაჭინურებთ და არ ვიცი, მგონი თქვენც ხედავთ, ვინ აჭიანურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გელა ნიკოლაიშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულების მხრიდან საქმეზე დასაკითხია 7 მოწმე, მათ შორის ძირითადად არიან ექიმები, დასაკითხთა სიაშია შედის „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე.

ამ ეტაპზე სამართლოში შესვენებაა გამოცხადებული. სხდომა მოწმის გამოკითხვით განახლდება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით