ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუ მათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებათ

საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი“, - განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, „რუსების ანომალიური შემოდინების გამო“, საქართველოში უსაფრთხოდ ყოფნის საფრთხის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.

„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - აღნიშნა კასიანოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო