სერგი ქურთიაშვილის განცხადებით, დადასტურებით შეუძლია თქვას, რომ მისთვის ძმებ კაკულიებს არ უსვრიათ და მათთან პრეტენზია არ გააჩნია

გაუგებრობა ხდება და იმედია, მათ მალე ვიხილავთ გარეთ, - ამის შესახებ დაზარალებულმა სერგი ქურთიაშვილმა ძმებ დათო და გურამ კაკულიების მისამართით სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომლებსაც ასევე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაზარალებული სერგი ქურთიაშვილი იკითხება, რომელმაც გაიხსენა გასული წლის მაისში მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა და მოსამართლეს მიმართა, რომ დადასტურებულად შეუძლია თქვას, მას შემთხვევის დღეს თავს ძმები კაკულიები არ დასხმიან.

სერგი ქურთიაშვილის განმარტებით, ბრალდებულ ძმებს, რომლებსაც მის მკვლელობის მცდელობას ედავებიან, ბავშვობიდან იცნობს და ბავშვობის პერიოდში მათი ურთიერთობა მეგობრობით შემოიფარგლებოდა.

ქურთიაშვილის თქმითვე, ბოლო 8-9 წელია ძმები კაკულიები არ უნახავს და წლების შემდეგ, საერთოდაც, დღევანდელ პროცესზე ნახა პირველად.

„იმ დღეს, შავებში ჩაცმულმა პიროვნებამ დაიწყო სროლა, მეორე კი, ჩემკენ იშვერდა ხელს. შავებში ჩაცმული პიროვნება ფეხებში მესროდა. მერე მე შევტრიალდი და მანქანის მიმართულებით გადავხტი, იმის მერე არაფერი მინახავს. რაც შეეხება გიორგი კაჭკაჭიშვილს, ის მანქანაში იჯდა და არ გადმოსულა.

ბრალდებულებს [ძმებ კაკულიებს] ბავშვებიდან ვიცნობ და ისინი რომ ყოფილიყვნენ, იქვე აღვიქვამდი. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ესენი არ არიან. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, ბატონო მოსამართლევ, რომ ესენი არცერთი არ იყვნენ”, - აცხადებს სერგი ქურთიაშვილი და განმარტავს, რომ მას პრეტენზიებიც არ გააჩნია.

გარდა ამისა, როგორც სერგი ქურთიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, გიორგი კაჭკაჭიშვილიც, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა, ამბობს, რომ ძმები კაკულიები არ არიან თავდასხმელები.

რაც შეეხება თავდასხმის დროს მიღებულ დაზიანებებს, ქურთიაშვილმა პროცესზე დაადასტურა, რომ სროლისას მარჯვენა ფეხის არეში ტყვია მოხვდა. მისივე განმარტებით, მას შემდეგ რაც თავდაცვისთვის ავტომანქანისკენ გაიქცა, საერთოდ ვერ დაინახა ის ორი პირი, რომლებმაც მასზე თავდასხმა განახორციელა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაზარალებულ სერგი ქურთიაშვილის გარდა უნდა დაიკითხოს კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი კაჭკაჭაშვილიც, რომელიც ქურთიაშვილის განმარტებით, შემთხვევის დღეს მანქანაში იჯდა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა