კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის, ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის ბრალდებულ უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე თეა ბეგიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი, ექთნის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ექთანმაც.

„ჩემ საქციელში არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს – ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, - განაცხადა ექთანმა.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან, ამავე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ.

ამასთან საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, რეალურად კი მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს