GDI - თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო

თბილისის პროკურატურამ ნიკა გვარამია უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დაზარალებულად ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საგამოძიებო ორგანოს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მიმართა, ხოლო პროკურატურისგან ნიკა გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება 2023 წლის 10 იანვარს მოითხოვა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება.

„2021 წლის 13 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა უკანონო თვალთვალი, მათი სატელეფონო და პირადი საუბრების უკანონო მიყურადება, რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი. გავრცელებული მასალა შეიცავს ათასობით დოკუმენტს. გავრცელებულ ფაილებში, მათ შორის, მოცემულია ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბრის შესახებ.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მიერ 2021 წლის 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების და კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელებას ფაქტზე მიმდინარეობს.

დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებამდე საგამოძიებო ორგანოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის მოთხოვნით 2022 წლის 18 ნოემბერს მივმართეთ. 2023 წლის 10 იანვარს პროკურატურისგან გვარამიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მოვითხოვეთ. მას შემდეგ კი, რაც ჩვენს ბოლო მოთხოვნაზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მივიღეთ, ნიკა გვარამიას დაზარალებულად ცნობის შესახებ საჩივარი საქართველოს გენერალურ პროკურორთან წარვადგინეთ.

ნიკა გვარამიას ინტერესებს უკანონო მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს“, - აღნიშნულია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო