ადვოკატის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ უზენაესი სასამართლო დღევანდელ გადაწყვეტილებას ისევ ძალაში დატოვებს, საქმე სტრასბურგში გაიგზავნება.

„სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომ არავითარ ფულის გათეთრებას, რითაც ეს საქმე დაიწყო და რის გამოც ეს საქმე გახდა სკანდალური და ხმაურიანი, არ ჰქონია ადგილი. ამავდროულად, ძალაში დატოვა ვითომ ის თაღლითობის ბრალდება, რომ ბრალდების მხარისთვის მოეწმინდათ ის სირცხვილი, რომელიც უკავშირდება იმას, რომ 3 წელია ბრალდება ამტკიცებს, თითქოს აქ არის ფულის გათეთრება. ჩვენ აღნიშნულ განაჩენს ჩავიბარებთ. ის აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვამბობთ, არავითარ დანაშაულს, მათ შორის არც ფულის გათეთრებას და არც თაღლითობას აქ ადგილი არ აქვს. გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში, დაველოდებით შედეგს და თუ იგივე გადაწყვეტილება დარჩა, ალბათ, სტრასბურგში წავიღებთ ამ საქმეს, სადაც ცალსახად დადასტურდება, რომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს დანაშაული არ ჩაუდენია“,-განაცხადა კორძაძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?