ვატო წერეთელი - ის მახინჯი სისტემაც კი, როგორიც სასამართლოა, ბიძინა ივანიშვილს ფანტაზიებს ვერ უკმაყოფილებს

ის მახინჯი სისტემაც კი, როგორიც სასამართლოა, ბიძინა ივანიშვილს ფანტაზიებს ვერ უკმაყოფილებს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელშიც ბრალდებული მისი მამა, ავთანდილ წერეთელიც იყო.

ვახტანგ წერეთელი არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დავა უმაღლეს ინსტანციაში გაგრძელდეს.

„ადამიანები ატარეს 4 წელი სასამართლოში. გამორიცხულია, თუნდაც ამ მახინჯმა სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს დაუკმაყოფილოს ის ფანტაზიები, რასაც ედავებიან [მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს]. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რათა წერტილი დაესვას იმას, რომ ოთხი წელი ადამიანი სასამართლოდან საავადმყოფოში და საავადმყოფოდან სასამართლოში ატარეს. ვფიქრობ, ამას, აქ თუ არა სტრასბურგში აუცილებლად დაესმება წერტილი“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო