შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, „ფეიკ ნიუსია“ ინფორმაცია, თითქოს ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელარუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელარუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან. სამინისტროს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ორი დღის წინ, შეკვეთილი სტატიის ფორმით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც პოლიტიკური ჯგუფებისა და მათი მხრიდან მართული მედიასაშუალებებისგან მორიგი „ფეიკ ნიუსების" გავრცელება მოჰყვა, თითქოს ქართული საგამოძიებო უწყებები რუსულ და ბელორუსულ სპეცსამსახურებს საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს აწვდიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი სხვადასხვა ექსპერტიზისათვის იყენებს რამდენიმე სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის დაქტილოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემას - „დაქტო-2000“-ს, ჰაბიტოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემა - „POLYFACE“-ს და ბალისტიკურ საიდენტიფიკაციო სისტემას - „ARSENAL“- ს.

პროგრამული უზრუნველყოფები სამინისტრომ შეიძინა სხვადასხვა დროს, კერძოდ:

დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა „დაქტო-2000“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006 წელს შეიძინა. აღნიშნული სისტემის ხარისხი და ღირებულება უპირატესი იყო სხვა მსგავსი ტიპის სისტემებთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს არსებულ საერთაშორისო მოთხოვნებს. პროგრამული უზრუნველყოფა თავსებადია საერთაშორისო სტანდარტების მქონე ყველა ანალოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, მათ შორის ინტერპოლისა დაFBI-ში არსებულ მონაცემთა ბაზებთან. ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა, უკრაინა (ყველა ოლქი) და სხვა ქვეყნები.

ჰაბიტოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა „POLYFACE“ სამინისტრომ შეიძინა 2013 წელს. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია თურქულმა მხარემ სპეციალურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისათვის შექმნა, ქართულ ენაზე, რომლის ზუსტი ანალოგი სხვა ქვეყნებში არ ფუნქციონირებს. პროგრამა ახორციელებს სხვადასხვა ფოტოზე ასახული პიროვნების იდენტიფიცირებას.

ბალისტიკური საიდენტიფიკაციო სისტემა „ARSENAL“-ი სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია ტყვიებისა და მასრების იდენტიფიცირებისათვის, რომელსაც იყენებენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა: პოლონეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ტაილანდი და სხვ.

პროგრამული უზრუნველყოფის სამივე სისტემას შეხება არ აქვს რაიმე სახის გარე ქსელთან, ინტეგრირებულია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქსელში, მკაცრად არის გაწერილი მომხმარებელთა დაშვება და ექსპერტების მიერ პროგრამების გამოყენება ხდება სპეციალურად მათთვის მინიჭებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. აღნიშნულ სისტემაში გარედან შეღწევა შეუძლებელია რაიმე გზით, მათ შორის მწარმოებლის მხრიდან. თითოეული პროგრამა დაინსტალირებულია სერვერზე, რომელიც არ არის დაკავშირებული გარე ქსელთან და მხოლოდ შიდა ქსელშია, რაც შესაბამისად გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებასთან.

პროგრამები სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის მაგალითია დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება როგორც FBI-სთან, ასევე, ინტერპოლთან ინფორმაციის მიმოცვლა და შედარება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა შეძლო და მიიღო ლაბორატორიების აკრედიტაცია, საერთაშორისო ISO- 17025 სტანდარტის შესაბამისად, რაც ხაზს უსვამს მათ მაღალ ხარისხს, სანდოობას და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ქართული საგამოძიებო-საექსპერტო უწყებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია“- ნათქვამია განცხადებაში.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი