სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამოხელეო დანაშაულის პრევენციის მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სამოხელეო დანაშაულების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მოაწერეს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მემორანდუმი სამოხელეო დანაშაულების, სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას ითვალისწინებს.

„ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - ,,ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ მიმართა.

მემორანდუმის ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭო შეიქმნება, რომლის პირობებშიც, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების იდენტიფიცირება, პრევენციის მექანიზმების შემუშავება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და შეთანხმებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა მოხდება. ეს იქნება ძლიერი პლატფორმა, რომ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი პოლიტიკით, ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით განხორციელდეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებისთანავე მის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფასთან ერთად, სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის პრევენცია აირჩია, რომლის განხორციელებაც გაფორმებული მემორანდუმის და მის ფარგლებში შექმნილი საბჭოს მეშვეობით მოხდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პრევენციის საბჭოს, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების შედეგად მოპოვებულ სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას მიაწვდის, ასევე გამოძიებით იდენტიფიცირებული ხარვეზების და ტენდენციების შესახებ ისაუბრებს. აღნიშნული სამართალდამცავ უწყებებს მისცემს შესაძლებლობას, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარ იყვნენ ინფორმირებული და დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ზომები გაატარონ.

დანაშაულის პრევენციასთან ერთად, საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ხელშეწყობაც იქნება. უწყებების კოორდინირებული მუშაობის გზით, საბჭოს ექნება შესაძლებლობა გაამარტივოს და გადაწყვიტოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დროებით მოთავსების იზოლატორებში დაუბრკოლებელი შესვლის უზრუნველყოფა, შექმნას შეტყობინებების გაგზავნის მოქნილი სისტემა, შეამციროს სხვა უწყებებიდან მტკიცებულებითი შინაარსის მატარებელი ინფორმაციის გადმოცემის ვადები და ა.შ.

პრევენციის სპეციალური საბჭო, საჭიროებისამებრ, წელიწადში არანაკლებ ერთხელ შეიკრიბება. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024