იუსტიციის მინისტრი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

როგორც ბრეგაძემ განაცხადა, სპეციალურმა პენიტენიციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა.

ბრეგაძის თქმით, დასკვნა სასამართლოს წარედგინება.

„როგორც მოგეხსენებათ, სიტუაცია ყოველთვის არის გარკვეული სპეკულაციების საგანი და ჩვენ, როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული.

კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში და განსაკუთრებით მინდა ვისაუბრო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაზე.

კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს და მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება, ან გადავადება მოითხოვეს, რასთან დაკავშირებითაც, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 8 დეკემბერს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერეს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ჩვენ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან 2023 წლის 26 იანვარს დასკვნა მივიღეთ, რაც მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: ეს არის ფსიქიატრიული, გასტროენტეოროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ვგულისხმობ, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეოროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. ეს დასკვნა წარედგინება სასამართლოს შესაბამისი წესით და ბუნებრივია, გაგრძელდება შემდეგ მსჯელობა სასჯელის გადავადებასა და მისი შემდგომი მოხდისგან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შინაარსს, ბრეგაძის განმარტებით, ის პერსონალური ხასიათისაა და სასამართლოზე იქნება განხილული.

"რაც შეეხება დასკვნას, მე დასკვნის ძირითადი შინაარსი გაგაცანით, აქ არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება პერსონალური ხასიათის იყოს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, სასამართლოზე იქნება განხილვის საგანი და ნებისმიერი კითხვა, რომელსაც თქვენ სვამთ, ან ნებისმიერ სხვა ადამიანს აინტერესებს, შესაძლებელია, დაცვის მხარემ დასვას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნულით ისინი მიხეილ სააკაშვილს სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე უარს ეუბნებიან თუ არა, ბრეგაძე ასე პასუხობს:

„არასწორად სვამთ კითხვას. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ დასკვნებზე და უარს, ან თანხმობას ეუბნება სასამართლო და არა სპეციალური პენიტენციური სამსახური“, - განაცხადა ბრეგაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს